
საუკეთესო ინვესტიცია
კომპანიის შესახებ
პროექტი სითიზენი ხორციელდება კომპანია „სითი დეველოპმენტის“ მიერ, რომელიც IG DEVELOPMENT GEORGIA-ს შვილობილი დეველოპერული კომპანიაა. IG DEVELOPMENT GEORGIA-ს მფლობელობაში გახლავთ: სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი, სითი თაუერი.
Cityzen არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს ქალაქის ცენტრში ცხოვრება, მაგრამ ერთდროულად სურს სიმშვიდე, სისუფთავე და ბუნებრივი გარემო. CITYZEN Central Park-ში ბინის შეძენა ნიშნავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და კომფორტულ გარემოში გადანაცვლებას.

კომპლექსს აქვს მანქანებისგან თავისუფალი ეზო, რაც უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და მშვიდ გარემოს. აქ ასევე განთავსებულია პერსონალური ტბა, რომელიც ქმნის ნატურალური გარემოს შეგრძნებას და უზრუნველყოფს მაცხოვრებლების სისუფთავესა და სიმშვიდეს.
სითიზენის მშენებლობა ერთი მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი მიღწევებით ხორციელდება, მეორე მხრივ კი გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო, უმაღლესი სტანდარტის მასალა. ამასთან, სითიზენს დაქირავებული ჰყავს ლაბორატორიული და სამშენებლო საზედამხედველო კომპანიები, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლისა და სამუშაოების დროული წარმოების მიზნით.















